ჰიპოთეზა
დროის სწრაფ და მკვეთრ ცვლილებას საზოგადოება ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა და შესაბამისად ასეთი ცვლილება აისახებოდა მომავალ თაობაზეც. დღეს მოზარდები არიან აგრესიულები, უპასუხისმგებლოები, ადვილად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ. არსებული ვითარება არასწორი აღზრდის შედეგია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული ტრადიციული აღზრდის მეთოდები და ფასეულობები.
მტკიცებულება
ბავშვის აღზრდაზე მთავარ გავლენას ოჯახი და სკოლა ახდენს, ანუ ის გარემო, რომელშიც იზრდება, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი.
რთული სოციალური პირობების გამო, მშობელთა დიდი ენერგია იხარჯება მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფაზე, რის გამოც ნაკლები დრო რჩებათ შვილის ზნეობრივი აღზრდისთვის.
დღევანდელ საქართველოში მამაკაცი (ხშირ შემთხვევაში) ფუნქცია დაკარგულია, ხოლო ქალი (დედა და ბავშვის აღმზრდელი) ოჯახის მარჩენალია. მშობლების ნაწილი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი, მათ შვილებს ბებიები და ბაბუები ზრდიან, ასეთ შემთხვევაში კი მოზარდი თავნება და დაუმორჩილებელი ყალიბდება.
ბავშვების ერთი ნაწილი, უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი. სამწუხაროდ, მათთვის არავის რჩება დრო. ამას ემატება ის ფაქტი, რომ სკოლებში აღმზრდელობითი მუშაობა მოშლილია. სკოლასთან მშობელი თანამშრომლობას ვერ ახერხებს.
უარყოფა
,,მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა...”
დასკვნა
აღნიშნული მტკიცებულებები თანამედროვეობისთვის ყველაზე მტკივნეულია, რადგან გარდაუვალია მომავლის დაღუპვა. ვფიქრობთ, სკოლამ და მშობლებმა ერთად უნდა გამოძებნონ გზა და საშუალება მოსალოდნელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. ოჯახმა უნდა შეძლოს მეტი დრო დაუთმოს შვილების სწორად აღზრდას.
Wednesday, November 19, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)